LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენ ნასვამი ხომ არ ხარ? – მე ვინ მოვკალი, მე როგორ მოვკალი ლექსო ლაშქარავა“ – დეპუტატი ჩიგოგიძე გვარამიას?

202
ჩიგოგიძე გვარამია

პარლამენტთან შეკრებილ ჟურნალისტებსა და უმრავლესობის წევრ, ვასილ ჩიგოგიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.  დეპუტატმა ჩიგოგიძემ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეკითხვას – „რატომ მოკალით ლექსო ლაშქარავა“, ასე უპასუხა:

„შენ ნასვამი ხომ არ ხარ? – მე ვინ მოვკალი, მე როგორ მოვკალი ლექსო ლაშქარავა? თქვენმა ხელისუფლებამ 300 კაცი მოკლა და შენ დაგადო ხელი?!“ – უპასუხა დეპუტატმა გვარამიას.

გარდა ამისა, ჟურნალისტების ნანუკა ჟორჟოლიანისა და ვახო სანაიას შეკითხვებს – აწარმოებდა თუ არა მოლაპარაკებებს რომელ მაჟორიტარულ სიაში ყოფილიყო, ჩიგოგიძემ თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია მასთან სახლში იმყოფებოდა და საკუთარ სიაში ყოფნა შესთავაზა, რაზეც უარი უთხრა.

„მაჟორიტარობაზე მოლაპარაკებას არავისთან არ ვაწარმოებდი, ნიკა მელია იყო ჩემთან სახლში ორჯერ. შემომთავაზა სიაში ყოფნა და უარი ვუთხარ,“ – განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

აქციის წევრებსა და ჩიგოგიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და შეურაცხყოფა ბესო ქათამაძეზე კითხვას მოჰყვა, „ბესო ქათამაძეს ხელი არ დაარტყით?“ – ჰკითხეს აქტივისტებმა ჩიგოგიძეს, რაზეც ვასილ ჩიგოგიძემ უპასუხა, რომ „ქათამაძემ დაიმსახურა და ამიტომ დაარტყა.“

ვასილ ჩიგოგიძე შენობაში შეძახილებით „მონა, მონა“ გააცილეს.

ფოტო:IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g