LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენ საუკეთესო მომავალი უნდა გქონოდა.. როგორ გვტკივა ყველას..“ – ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა რევი დემეტრაშვილის გარდაცვალებაზე

325
რევი დემეტრაშვილი

„შენ საუკეთესო მომავალი უნდა გქონოდა.. როგორ გვტკივა ყველას.. რევი 💔“, – ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა ავრცელებს.

შეგახსენებთ, 19 ივლისს, გამთენიისას, დაახლოებით 5:00 საათზე თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.

„ოქროსმედალოსანი იყო, მადრიდის IE University-ში 75%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა, არდადეგებზე იყო ჩამოსული“ – რას ჰყვება პედაგოგი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულ 19 წლის ბიჭზე

არსებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა, მოგვიანებით კი გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც მოტოციკლის მძღოლი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა. 19 წლის ბაიკერი ადგილზე დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის რევი დემეტრაშვილია. რევი ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულია, რომელიც გასულ წელს მადრიდის IE University-ში 75%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა.

ცნობისთვის, მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის საქმეზე პროკურატურამ პოლიციის თანამშრომელი დააკავა.

სავარაუდოდ საპატრულო ეკიპაჟთან შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლის გარდაცვალების ფაქტზე, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

საპატრულო ეკიპაჟთან შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის საქმეზე პროკურატურამ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები