14 ივნისს, ქალაქ ქუთაისში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით შშმ პირთა დასაქმების ფორუმი, სლოგანით „შენ შეგიძლია!“ გაიმართება.
ფორუმის მხარდამჭერია ქუთაისის მერია, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.დასაქმების ფორუმზე, სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს 22 საშუალო და მსხვილი კომპანია 100-ზე მეტ აქტიურ ვაკანსიას შესთავაზებს.
წარმოდგენილი იქნება შრომის ბაზარზე არსებული სამუშაო ადგილები სხვადასხვა სფეროებიდან. მათ შორის: სამომხმარებლო, გაყიდვების, სადაზღვევო, კვების წარმოებისა და ვაჭრობის სფეროებიდან.
შშმ პირთა დასაქმების ფორუმი ჩატარდება 14 ივნისს, ოქროს ჩარდახის ტერიტორიაზე (მისამართი: ქ. ქუთაისი, ცისფერყანწელების N9) და მისი ხანგრძლივობა 13.00-დან 16.00 საათამდე იქნება. სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაციის პროცესი დაიწყება 12.30 საათიდან.