„ტაბულას“ რედაქტორის თამარ ჩერგოლეიშვილის სატელევიზიო დებატები ხშირად მთავრდება ხოლმე კამათით.
გამონაკლისი არც „ტვ პირველის“ ეთერში სტუმრობა იყო, სადაც ჩერგოლეიშვილი ამჯერად eugeorgia.info-ს მთავარ რედაქტორს ლიკა ბასილაია- შავგულიძეს დაუპირისპირდა.
ლიკა ბასილაია შავგულიძემ თამარ გაჩეჩილაძეს მოუწოდა ისე ესაუბრა, რომ ჩვეულებრივი მაყურებლისთვის გასაგები ყოფილიყო.
„შენ ვინ გეკითხება მე რას ვილაპარაკებ, ჩემგან რა გინდა“? – მიმართა ჩერგოლეიშვილმა ლიკა ბასილაია – შავგულიძეს, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში დაწერა:
„დღეს საოცრებას გადავაწყდი ეთერში.
სპიკერმა ჩხუბი დამიწყო, შენი ღირებულებების ხალხს რატომ ელაპარაკები, მასებს ეგ არ ესმითო.
ვერაფერით შევაგნებინე, რომ მასებისთვის თავის მოწონება ჩემი ამოცანა არაა.
ავტორიტარიზმის მრავალი ფორმა მინახავს – ავტობუსში ქალიც მეცა, ასეთი ჩაცმული ქალი, თუ პატიოსანია ქმარსაც არ დაენახებაო, მაგრამ პირდაპირ ეთერში, მსგავსი არფერი“. – წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი.