LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შენც ხომ გაქვს გაკეთებული აბორტი და შენთვისაც ვილოცებთო…” – ხათუნა სამნიძე საკრებულოში მომხდარ ინციდენტს იხსენებს

1490
BeFunky-collage (1)

დეპუტატი ხათუნა სამნიძე საკრებულოში მომხდარ ინციდენტს იხსენებს, რომელიც მისივე სიტყვებით “აბორტის მსხვერპლთათვის სალოცავად” ტაძრის აშენების იდეას უკავშირდება. როგორც სამნიძე წერს, საკითხთან დაკავშირებით განხილვა ხმაურის ფონზე ჩატარდა.

მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“აბორტებზე გამახსენდა.

საკრებულოში ინიციატივა შემოვიდა, საპატრიარქოს მოთხოვნით საკრებულოს მხარი უნდა დაეჭირა, აშენებულიყო ეკლესია (სახელი არ მახსოვს) რაღაც “აბორტის მსხვერპლებისთვის სალოცავად”, ქალებისთვის და ბავშვებისთვისო, ცოდვილი ქალებისთვისო. სასწაულ ტექსტებს ვისმენდი.

შესაბამისი რეაქცია რომ მქონდა და გაოგნებული ვსვამდი შეკითხვებს და “კამათი” (ისტერიკა ძირითადად) რომ გაჩაღდა, სადაც მეორე მხრიდან მესმოდა – როგორ ვბედავდი ამ თემაზე საერთოდ კამათს და ურჯულოსგან არც გვიკვირსო იკივლა რამდენიმემ, უცებ მესმის: შენც ხომ გაქვს გაკეთებული აბორტი და შენთვისაც ვილოცებთო, თუ რაღაც ასეთი. ჰა? რესპუბლიკელ კოლეგებს გადავხედე, ხომ არ მომესმათქო. არაო. კიდევ გაიმეორეს.

ჰოდა, ხომ არ დავიწყებდი ახსნებს. “შიგ ხო არ გაქვთ” გამომეტყველებით კი ვუთხარი, რაც მოვასწარი იმ ისტერიკაში და ახლა გავიფიქრე, ამ კრებსებს საკრებულოს წევრებსაც ხომ არ ურიგებდნენ და ამათ წერა-კითხვა უჭირთ, მოგეხსენებათ და აერია ამდენ ნერვიულობაში რაღაც, თან საპატრიარქოს დავალება იყო, კარგად უნდა გამოჩენილიყო, თუ რაზეა წამსვლელი ფარისეველი მღვდლების დასაცავად.

ეს ამბავიც ეწერება მაგ კრებსებში:) რა მაცინებს…, – წერს ხათუნა სამნიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g