LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენჭენის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული სტენდი პირველად იყო წარმოდგენილი

120
შენჭენის საერთაშორისო გამოფენა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ჩინეთში, ქალაქ შენჭენში საერთაშორისო გამოფენაზე (SIAL SHENZHEN) ქართული პავილიონი პირველად მოეწყო.

ქართული სტენდზე საკუთარი პროდუქცია ექვსმა ქართულმა კომპანიამ  წარადგინა. ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართული წარმოების თხილს, კაკალს, ღვინოს, წყალსა და საკონსერვო ნაწარმს.

შენჭენის 2024 წლის გამოფენაში მონაწილეობა 15 000-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო 45-მდე ქვეყნიდან. ღონისძიებას 70-ზე მეტი ქვეყნიდან 67 000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g