19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მიხეილ სააკაშვილს პასუხობს.
„ეს ვიღას დაკარგვია, ვინმემ ხომ არ იცით? ეს პოლიტიკური გვამი ეს, ოცნების საფრთხობელობის გარდა, რომ აღარაფერი ფუნქცია აღარ გააჩნია ამ ცხოვრებაში, წაეთრევა ეს ხელისუფლება მალე, შენნაირი საფრთხობელა აღარავის დასჭირდება და მიგაბრძანებენ, სადაც ჯერ არს. სულ „ყიდვა-გაყიდვა“ როგორ ელანდებათ ამ უჯიშოებს ყველაფერში. შენგან განსხვავებით რუსეთის кгб-ს გენერალ ბიძას არ გაუზრდია გიორგი, ქართველმა იურისტმა გაზარდა“, – წერს მირიან ნიკოლაძე.
ცნობისათვის, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ჩაფარცხვაში ყველა ჩართულია. აღნიშნულის შესახებ მან ახალგაზრდებთან ვიდეოჩართვის დროს განაცხადა. “ბიძაა, თუ ვიღაც, ვინც არის იქ, ჩვეულებრივად მოისყიდეს, როგორც ჩანს. ჩვეულებრივად ჩარეულია ყველა, რომ ეს ჩაიფარცხოს, იმიტომ, რომ ეს დაკავშირებულია იმ „კაწროსთან“, რომელიც ბერას ძალიან ახლობელია,”- განაცხადა სააკაშვილმა.