LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენგელიამ ძალიან სკანდალური განცხადება გააკეთა – რა უთხრა შენგელიამ ჯანეზაშვილს

55
BeFunky Collage

დღეს ძალიან სკანდალური განცხადება გააკეთა შენგელიამ,– ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს.

“მან მითხრა (სინამდვილეში გაცოფებული ყვიროდა), რომ ჩინჩალაძეს უნდა ვუმადლოდე საბჭოს წევრი რომ ვარ. გაუგებარია რატომ? მე ხომ 2017 წელს საქართველოს პარლამენტის 108 დეპუტატმა ამირჩია.

თან შეურაცხყოფაც მომაყენა – უნამუსო მიწოდა წარმატებულად რეფორმირებული სასამართლოს მოსამართლე შენგელიამ.

საინტერესოა, ერთ ვითომ ჩვეულებრივ მოსამართლე ჩინჩალაძეს რა გავლენა ჰქონდა ამ პროცესზე საქართველოს პარლამენტში? შენგელიამ ამ თავისი განცხადებით, უნებურად ძალიან ბევრი რამ თქვა, რაც ასე პირდაპირ არასოდეს უთქვამთ”, – აღნიშნავს ნაზი ჯანეზაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g