LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 შენგელიას მუხლის ტრავმა აქვს: დაეხმარება თუ არა თოკო საქართველოს

136
TM19082

თებერვლის სანაკრებო მატჩების წინ მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალურმა გვერდმა ქართველებისთვის სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. „ვითიბი ლიგის“ ბოლო ტურში, რომელშიც „არმიელები“ „ზელენა გორას“ დაუპირისპირდნენ, თოკომ მუხლის ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ქართველ ფორვარდს გამოკვლევა უკვე ჩაუტარდა და მალე შევიტყობთ, რა სირთულის ტრავმასთან გვაქვს საქმე და როდისთვის შეძლებს თორნიკე პარკეტზე დაბრუნებას. ამ ტრავმის გამო, შენგელია ცსკა-ს ესპანეთში, “ვალენსიას” წინააღმდეგ სათამაშოდ, ვერ გაყვა.

ბუნებრივია, ჩვენ მოსკოვის ცსკა-ზე უფრო საქართველოს ნაკრები გვადარდებს, რომელსაც ევრობასკეტის შესარჩევ ციკლში 4-დან 4 მოგება აქვს. ილიას ზუროსის გუნდი ბოლო მატჩებს 19 და 21 თებერვალს სერბეთისა და ფინეთის წინააღმდეგ გამართავს. შეძლებს თუ ვერა „თოკომოტივი“ ამ მატჩებში მონაწილეობას ჯერჯერობით უცნობია. ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მატჩები პანდემიის გამო „ბაბლის“ პრინციპით ერთ ქალაქში იმართება და ამჯერად სერბეთს და ფინეთს თბილისის გივი კარტოზიას სახელობის სპორტის სასახლეში ვუმასპინძლებთ.

შეგახსენებთ, 2022 წელს ევრობასკეტის ერთ ჯგუფს თბილისი მასპინძლობს და ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს ევროპის წამყვან ქვეყნებს შორის მოხვედრა გარანტირებული აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები