თაკო ნაცვლიშვილი იუბილარია.
მოდელს დაბადების დღეს დედა, ნინო ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ულოცავს.
„შენი არსებობა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარია.
მიყვარხარ იმაზე მეტად, ვიდრე სიტყვებით ოდესმე შევძლებ გადმოცემას.
გისურვებ, ცხოვრებამ ზუსტად ისეთი სილამაზით, სიყვარულით და სიკეთით დაგაჯილდოვოს, როგორსაც შენ გასცემ და ასხივებ.
მუდამ იბრჭყვიალე“, – წერს ნინო ცქიტიშვილი.
