მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა დღეს 40 წლის გახდებოდა.
ელენე ფოჩხუა: „დღეს გიოს დღეა! სანამ ცოცხალი ვარ სულ ესე ვიტყვი გიოს გაუმარჯოს!“
გარდაცვლილი ძმის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს გიორგის და, მომღერალი ელენე ფოჩხუა, რომელიც აღნიშნულ სტატუსს ძმის ფოტოებსა და ვიდეოს ურთავს:
„დღეს შენი დაბადების დღეა! სულ ახალ ფოტოს ვეძებ, რომ დავდო და ხომ ვიცი, ახალი ფოტო რომ არ არსებობს. სანამ ცოცხალი ვარ, სულ ასე ვიტყვი, რომ გიოს გაუმარჯოს! მიყვარხარ“, – წერს ელენე ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა, 2012 წლის 13 ივლისს, ანაკლიაში გარდაცვლილი იპოვეს. გიორგი ფჩხუა მაყურებელმა „რუსთავი 2“-ის პროექტებიდან – „ჯეობარიდან“ და „ვარსკვლავების აკადემიიდან“ გაიცნო. გიორგი ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის დასის წევრი იყო.
დღეს შენი დაბადების დღეა! სულ ახალ ფოტოს ვეძებ რო დავდო და ხო ვიცი ახალი ფოტო რომ არ არსებობს😔😔 სანამ ცოცხალი ვარ სულ ესე ვიტყვი რომ გიოს გაუმარჯოს! მიყვარხარ💔💔💔💔💔💔💔
Posted by Elene Pochkhua on ხუთშაბათი, 05 თებერვალი, 2026
