მწერალი დათო ტურაშვილი 20 ივნისის მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ არსად არ არის დაფიქსირებული, რომ ხელებაწეულ ადამიანს სახეში ესვრიან ტყვიას. მწერალი ამბობს, რომ 20 ივნისის ღამემ 9 აპრილი გაახსენა.
”ადამიანი , რომელიც აპროტესტებს ოკუპაციას და აპატიმრებს ხელისუფლება, ის არის პოლიტპატიმარი. ასეთი რამე არ მინახავს, ორი ომი გადაიტანა მე-20 საუკუნეში მსოფლიომ, არსად არ არის დაფიქსირებული, რომ ხელებაწეულ ადამიანს სახეში ესვრიან ტყვიას. შენი დედას შე….ი, ვინც ამას გიბრძანებს, რომ ხელებაწეულ ადამიანს თავში ტყვია ესროლო და 15 წლის ბავშვი დააბრმავო” – განაცხადა ტურაშვილმა გადაცემაში “სხვა შუადღე”.
