ხმა მიეცი საქართველოს! 9 დეკემბრიდან, მიიღე მონაწილეობა 2022 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულის გამოვლენაში.
სადაც უნდა იყო, შედი ვებგვერდზე: JESC.TV მოისმინე ყველა მონაწილის საკონკურსო სიმღერა, მიეცი ხმა მარიამ ბიგვავას და კიდევ ორ რჩეულ მონაწილეს.
ხმის მიცემა დროებით შეწყდება 11 დეკემბერს, ზუსტად „ლაივ-შოუს“ დაწყების წინ და განახლდება მხოლოდ 15 წუთით, მას შემდეგ, რაც ყველა მონაწილე შეასრულებს სიმღერას.
ერევანში, საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს საქართველოს პირველი არხის პროექტ „რანინას“ მეხუთე სეზონის გამარჯვებული მარიამ ბიგვავა, სიმღერით I Believe/მჯერა.
საქართველოს საკონკურსო სიმღერა გიგა კუხიანიძეს ეკუთვნის, ტექსტზე მუშაობდნენ ბენი ქადაგიძე და ირუ ხეჩანოვი, კლიპის რეჟისორია ზაზა ორაშვილი, მხატვარი – შაკო პოპიაშვილი, დიზაინერი – იზა ნადარეიშვილი.
კონკურსის შედეგის ნახევარი, თქვენი ხმებით განისაზღვრება. დაუჭირე მხარი შენს ფავორიტს – ხმა მიეცი საქართველოს!