LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენი მამიკოს სული ხარობს… დღეიდან არასოდეს მოჰყვე თვალცრემლიანმა „მარშუტკის“ ამბავი, გაიღიმე, მომავალი შენია!“ – რას წერენ ნინი ორკოშნელზე

111
ნინი ორკოშნელი

ნინი ორკოშნელმა ტელეეკრანზე გამოჩენისთანავე მოხიბლა მსმენელი. რამდენიმე დღის წინ კი, მეგაშოუ „ნიჭიერის“ ფინალმა ნინის გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გაახარა – ახალგაზრდა შემსრულებელი „ნიჭიერის“ ოქროს სპონსორის რჩეული გახდა და მას ბინას გადასცემს.

„ნიჭიერის“ ოქროს სპონსორის რჩეული ნინი ორკოშნელი გახდა – მას ბინა გადაეცემა

რჩეულად ნინი ორკოშნელის დასახელებას დარბაზში ოვაციები, სოციალურ ქსელში კი უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა.

ნინი ორკოშნელის შესახებ სტატუსს აქვეყნებს მოქალაქე ფიქრია კუჭუხიძე და მას ემოციურად მიმართავს:

„შენი ცრემლი დღეს ყველაზე ლამაზმა სიხარულმა შეცვალა. შენი მამიკოს სული ხარობს, ნინი. არასოდეს მოჰყვე თვალცრემლიანმა დღეიდან „მარშუტკის“ ამბავი. ჩვენი ცხოვრების გზაზე უფლის სახით მოდიან ადამიანები და გვიხატავენ ლამაზ მომავალს… შენს ცხოვრებაში ეს არის „ნიჭიერის“ ოქროს სპონსორი „ატლანტ დეველოპმენტი“, რომელსაც კიდევ ერთხელ პირადად ვუხდი მადლობას.

დედის თვალები, არასოდეს დაუხარო თავი ტკივილს… არასოდეს მისცე საშუალება ცრემლს შენს თვალებში ბუდე დაიდოს… გაიღიმე, მომავალი შენია, ოქროს მზე ამობრწყინდა შენს ცხოვრებაში. გილოცავ ნინიკო, შენ უპირობო გამარჯვებული ხარ. ყველაზე დიდი მადლობა დათო ფორჩხიძეს. ნინო მისი ოქროს ღილაკია“, – წერს ფიქრია კუჭუხიძე სოციალურ ქსელში.

ვიდეო: „ზღაპრული გოგოა ძალიან ტკბილი ხმით“ – როგორ ასრულებს ნინი ორკოშნელი „თეთრ კლავშებს“

შენი ცრემლი დღეს ყველაზე ლამაზმა სიხარულმა შეცვალა ❤️‍🔥შენი მამიკოს სული ხარობს ნინი😘 არასოდეს მოყვე თვალცრემლიანმა…

Posted by Pikria Kuchuxidze on სამშაბათი, 22 აპრილი, 2025

ვიდეო: „ზღაპრული გოგოა ძალიან ტკბილი ხმით“ – როგორ ასრულებს ნინი ორკოშნელი „თეთრ კლავშებს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g