LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენი ოცნების ზაფხული იწყება – სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისი“ სეზონის მასშტაბური გახსნისთვის ემზადება, ფასდაკლებები, TAMADA და სხვა შეთავაზებები

6580
1

ყველაზე დიდი სასტუმრო კომპლექსი შავი ზღვის სანაპიროზე „დრიმლენ ოაზისი“ 2022 წლის ზაფხულის სეზონის გახსნისთვის ემზადება. სასტუმრო საკუთარ დამსვენებლებს დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდება.

შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის ტალღების და ჩამავალი მზის სხივების ფონზე, სეზონის გახსნის საზეიმო ღონისძიება 11 ივნისს გაიმართება. „თქვენთვის ამ დღესთან დაკავშირებით სპეციალურად მოწვეული გვეყოლება TAMADA და მასთან ერთად აღვნიშნავთ ყველაზე მხიარული სეზონის დაწყებასაც. რას უნდა ელოდოთ ამ დღეს „დრიმლენდ ოაზისისგან“? – ეს არის: სანაპიროს ბარები; კვების 13 ობიექტი; ფასდაკლებები აუზებზე და აკვაპარკზე“, – აცხადებენ „დრიმლენდ ოაზისში“.

მათივე ინფორმაციით, ზაფხულის პირველ ღონისძიებაზე დასასწრებად ბილეთის შეძენა შესაძლებელია როგორც როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე, ღირებულება კი 60 ლარია.

რაც შეეხება სასტუმროში განთავსებას, ასევე სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, „დრიმლენდ ოაზისია“ გთავაზობთ შემოთავაზებებს: სტანდარტული 2 ადგილიანი ნომერი სამჯერადი კვებით – 400 ლარად.

„ერთად შევხვდეთ დღეებს, რომლებიც სავსეა მზით, ტალღების ხმაურით, მუსიკის რიტმებით და ემოციებით“ – დასძენენ „დრიმლენდ ოაზისში“.

ცნობისთვის, Dreamland Oasis არის ყველაზე დიდი სასტუმრო კომპლექსი შავი ზღვის სანაპიროზე. Dreamland განთავსებულია პლაჟისა და ზღვის თვალწარმტაც ფონზე. სასტუმრო ამაყობს 304 ნომრით და ლუქსით, ზღვისა და მთის ხედებით. Dreamland Oasis არის წვეულებისა და კულინარიის ცხელი წერტილი, რესტორნებით, ბარებით, აუზებით, სპორტული აქტივობებით და სათამაშო ზონებით, რომლებიც ყოველდღე ახალ გამოცდილებას ქმნის ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები