დაპატიმრებულ ანრი კვარაცხელიას მეუღლე დაბადების დღეს ულოცავს.
„გილოცავ გმირო! შენი თავისუფლება ჩვენი ბრძოლაა“, – წერია ბანერზე, რომელიც ნუცა ერემიანმა რუსთაველის გამზირზე მიიტანა.
ცნობისთვის, 25 წლის ანზორ (ანრი) კვარაცხელია 5 დეკემბერს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას რეჟიმი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გდდ-ს თანამშრომლისთვის სროლას ედავება.
ახალგაზრდას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.