LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენობა ავარიულ მდგომარეობაშია – შეგვიძლია დროებით უსაფრთხო გარემოში გადავანაწილოთ“ – თბილისის ზღვაზე დევნილთა საცხოვრებლის ნაწილი ჩამოინგრა

1175

თბილისის ზღვაზე, დევნილთა საცხოვრებელი – სანატორიუმი „ქართლის“ შენობის ფრაგმენტი ჩამოინგრა. როგორც „ფორტუნას“ დევნილთა სააგენტოში განუცხადეს, შენობა ავარიულია და შესაბამისად, უწყებამ დევნილებისთვის ადმინისტრაციული დაპირებები გასცა, რაც ნიშნავს, რომ კრიტერიუმების გარეშე, დევნილებს საცხოვრებელი ფართები უნდა გადაეცეთ.

„შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, რამაც არსებული ბზარის გაფართოება გამოიწვია, ასევე ცემენტის ჩამოყრა. საცხოვრებელი ფართები უნდა გადაეცეს უკლებლივ ყველას, ვინც ამ შენობაში ცხოვრობს.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება მენაშენეს მიერ შემოტანილი პროექტი და შესაბამისად, მათ ფართებით ამის შემდეგ დავაკმაყოფილებთ. მანამდე კი, სანამ კონკურსი დამთავრდება, თუ მოსახლეობას სურვილი იქნება, სულადობის მიხედვით და იმ შემთხვევაში, თუკი, ასეთს თვითონ ნახავენ, შეგვიძლია გამგეობასთან ერთად, დროებით უსაფრთხო გარემოში გადავანაწილოთ.

ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ექსპერტი არ ვარ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დევნილი მოსახლეობა თავად ამბობს, რომ შენობაში ცხოვრება უსაფრთხო არაა, ვთავაზობთ ქირის სახით, დღესვე უზრუნველყოთ საცხოვრებელი ფართებით,“ – განუცხადა „ფორტუნას“ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, დავით გურამიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g