LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენს მშობლებს, ზეცაში ნიკოს, და-ძმებს, უზომოდ გვიყვარხარ და გვეიმედები დედი“ – ნიკო კვარაცხელიას და იუბილარია

2567
BeFunky-collage

ნიკო კვარაცხელიას და, კატო იუბილარია.

გოგონას 19 წელი შეუსრულდა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში დედა, იზა ომაძე წერს და შვილს დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავს.

„ეს ის ფოტოა რომელიც ზუსტად ამ გოგოს აღწერს, ასე აღტაცებული და გაოცებული ეცნობა სამყაროს, ამასობაში კი 19 წლის გახდა.

ის დღეა სამყაროს რომ გინდა გააგებინო მისი დღეობა.

შენს მშობლებს, ზეცაში ნიკოს, და-ძმებს, უზომოდ გვიყვარხარ და გვეიმედები დედი…

გილოცავთ კატერინა-კატო

უფლის წყალობა არ მოგკლებოდეს.

დანარჩენი? ბევრჯერ გაგიმეორებ

„ყველაფერი ჩვენს ხელშია, ამიტომ ისინი არ უნდა ჩამოვუშვათ.“(Coco Chanel) – წერს იზა ომაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g