LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”შენთვის ვმღერი”- სიმღერის პრემიერა არ დაიდარდოს ეთერში

10

”რადიო დუეტის” სტუმარი ოთიკო ანდრიაძე გახლდათ. ”ეს ადამიანი ძალიან პატარა მახსოვს, ახლა კი გაიზარდა და კარიერას აგრძელებს, მიხარია, რომ ისევ აქტიურობს და იმედი მაქვს ასე გააგრძელებს” – ასე წარადგინა წამყვანმა სტუმარი.

 

 

– მახსოვს გიგა კვენეტაძესთან ერთად შენი ნამღერი, როდის ჩაიწერა, შემდეგ სად დაიკარგე?

 

– ეს იყო 10-12 წლის წინ დაახლოებით. იმ პერიოდში სოლო სიმღერებიც მქონდა. შემდეგ გარდატეხის პერიოდი მქონდა… შევჩერდი, ამ პერიოდის გავლის შემდეგ სიზარმაცე დამეწყო. ახლა ვბრუნდები, სიახლეებიც მაქვს. 12 ნოემბერს სოლო კონცერტი მაქვს. კონცერტი თსუ-ს პირველი კორტპუსის სააქტო დარბაზში ჩატარდება, რომელიც სტუდენტური თვითმმართველობისა და საქართველოს ახალგაზრდული მთავრობის დახმარებით ტარდება. 10-12 სიმღერას ცოცხლად, ბენდთან ერთად შევასრულებ. იქნებიან ჩემი მეგობრებიც, რომლებიც რამოდენიმე სიმღერას შეასრულებენ, მათ შორის: ოთო ბერიშვილი და ძვალი, იქნება სიურპრიზები. დასწრება თავისუფალია, ბილეთები არ იყიდება. კონცერტი იწყება საღამოს 18:00 საათზე. შესრულდება როგორც ახალი, ისე ძველი სიმღერებიც.

 

– ალბომზე თუ ფიქრობ?

 

– რა თქმა უნდა, ალბომზე ყველა მომღერალი ფიქრობს. სიმღერები მაქვს. სიმღერებს მე თავად ვწერ. ყველას ერთად ვერ მოვუყრი თავს მაგრამ ათ სიმღერას მაინც ვაჩუქებ მსმენელს.

 

– ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ, რომლის პრემიერაც ახლა შედგება…

 

– ”შენთვის ვმღერი”- ასე ჰქვია ამ სიმღერას, ის ერთი წელია რაც დაწერილი მაქვს. არსად არ მიმღერია. სიმღერაც და ტექსტიც მე მეკუთვნის.

 

 

 

აუდიო ჩანაწერი

 

Audioოთიკო ანდრიაძე

 

 


ოთიკო ანდრიაძე – შენთვის ვმღერი

 

Audioოთიკო ანდრიაძე – პრემიერა

 

 

 

ვიდეო კოლაჟი

 



 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები