LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”შექმენი საათი შენი დიზაინით”- Handmade clocks

389

ონლაინ მაღაზია Handmade clocks მომხმარებელს მაჯისა და კედლის საათების ფართო არჩევანს სთავაზობს.

როგორცფორტუნა პლუსთანსაუბრისას მაღაზიის დამფუძნებელმა მარიამ ჟორჟოლიანმა განაცხადა, საათების დიზაინი იქმნება ხელით. კედლის საათები, რომელიც მუსიკალურ ფირფიტებზე მზადდება, მსურველს 35 -60 ლარის ფარგლებში შეუძლია შეიძინოს. რაც შეეხება ტყავით დამზადებულ მაჯის საათებს, რომლის ფასიც 80 ლარიდან 150 ლარამდე ადის, ბაქოდან ჩამოაქვთ და გრაფიკოსები სურათებითა და ნახატებით აფორმებენ.

მისივე ინფორმაციით, დიზაინერებიც და გრაფიკოსებიც ყოველთვის ცდილობენ, მაქსიმალრუად გაითვალისწინონ დამკვეთის სურვილები და ააწყონ მათთვის სასურველი დიზაინი. მომახმარებელს ადგილზე მიტანის უფასო სერვისითაც ემსახურებიანშეკვეთიდან 3 დღეში დამკვეთი სასურველს საათს სახლში მიიღებს.

ჩვენი კომპანიის საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ თავად შეარჩონ და აკონტროლონ დრო თავიანთი საყვარელი გამოსახულების ფონზე, შექმნან საათი მათი სასურველი დიზაინით და გაუკეთონ საყვარელ ადამიანებს ორიგინალური საჩუქარი. ჩვენს მომხმარებელს სამომავლოდ უამრავ სიახლესაც ვპირდებით ძალიან საინტერესო და კრეატიული პროდუქტით”,- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ონლაინ მაღაზია 2013 წელს შეიქმნა და მომხმარებელს facebook-ის საშუალებით ემსახურება. (https://goo.gl/ZQ5kSc )

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები