LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შექმნან იშვიათი დაავადებით დატანჯული ბავშვების მოვლის ფონდი და გადარიცხონ კონცერტებისთვის გამოყოფილი 70 მლნ” – ნანა გეგეჭკორი

125
ნანა-გეგეჭკორი

შექმნან იშვიათი დაავადებით დატანჯული ბავშვების მოვლის ფონდი და გადარიცხონ კონცერტებისთვის გამოყოფილი 70 მლნ, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისივე თქმით, ფონდმა თანაბრად უნდა იზრუნოს ყველა იმ ბავშვზე, ვინც იშვიათი დაავადებით იტანჯება.

„მე პირადად არა ერთხელ მომსვლია წერილი საქართველოდან, იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების მშობლებისგან შველის თხოვნით. არა მგონია ძალიან ბევრნი იყვნენ, ის კი ნამდვილად ვიცი რომ სრულიად მიტოვებული არიან სახელმწიფოს მხრიდან. უმარტივესად მოსაძიებელი ინფორმაციაც კი არ გააჩნიათ.

ჩვენს ქვეყანას პატრონი რომ არ ჰყავს ეს უკვე ვიცით, მაგრამ მოქალაქეები რომ ჰყავს კარგი ესეც ნამდვილად ვიცით. იქნებ შევთავაზოთ მთავრობას…

არ გვინდა კონცერტი, შექმნან იშვიათი დაავადებით დატანჯული ბავშვების მოვლის ფონდი, გადარიცხონ კონცერტებისთვის გამოყოფილი სამოცდაათი მილიონი იმ ფონდში, ჩვენ მოქალაქეები კი ვიყიდით იმ კონცერტების ბილეთებს წარმოდგენის გარეშე და ასე შევიტანთ წვლილს ბავშვების ფონდში. დარწმუნებული ვარ ვისაც შეუძლია ყველა იყიდის ბავშვების ბავშვების ბედნიერებას. მეც ვიყიდი ამ “კონცერტის” ბილეთებს და შევეცდები ჩემმა ყველა მეგობარმა იყიდოს.

საქართველოს მთავრობასაც შეეწირება მადლად და რაც მთავარია უამრავი ბავშვი იგრძნობს რომ მათი სიცოცხლე ისევე მნიშვნელოვანია როგორც მდიდარი მშობლების შვილების.

ფონდმა თანაბრად უნდა იზრუნოს ყველა ბავშვზე, ვინც იშვიათი დაავადებით იტანჯება.

საუბარი არაა იმაზე რომ ბიუჯეტმა ვინმეს ან რამეს უნდა მოაკლოს თანხები და ისე მოუაროს თავის მოქალაქეებს, ამ კონკრეტულ ფონდს უბრალოდ უნდა შესწირონ ის სამოცდაათი მილიონი რომელიც აბსურდულ გართობაში უნდა გადაყრილიყო. მოქალაქეები კი გავიღებთ იმ თანხას რითაც უკლასო მომღერლების მუსიკა უნდა მოგვესმინა. ამ ბავშვების სიხარულით ბევრად მეტ სიამოვნებას მივიღებთ”, – წერს ნანა გეგეჭკორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები