ავსტრალიურმა კომპანია Brighsun New Energy-მ 8 წლიანი სამუშაოები დაასრულა და უნიკალური ელემენტი უკვე მზად არის. ასეთ ელემენტში ენერგია ძალიან დიდ ხანს ინახება და ელექტროქარს საშუალებას აძლევს რომ ერთი დამუხტვით ლამის 2 ათასი კილომეტრი გაიაროს.
წინასწარი გამოთვლებით, სატესტო ნიმუშში ენერგიის შენახვის მაჩვენებელი კილოგრამზე 1000 ვატ-საათს შეადგენს. დამოუკიდებელმა ექსპერტებმა კი ისიც დაადგინეს, რომ Brighsun-ის ელემენტი გამძლეობის 91%-ს ინარჩუნებს მაშინაც კი როდესაც გადამუხტვის 1700 ციკლი აქვს გავლილი. ანუ სიახლე ვარგისიანობას რამდენიმე წლის განმავლობაში უპრობლემოდ შეინარჩუნებს.