„შერატონის“ მენეჯერმა დაგვიდასტურა, რომ ორივე თავდასხმის სრული ვიდეოჩანაწერი არსებობს და ინახება, ნანახი აქვს. გამოძიებას ის ჯერ არ ამოუღია“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, გელა მთივლიშვილი წერს და სასტუმროდან „შერატონის“ მენეჯერთან დიალოგის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.
ვიდეოში „მთის ამბების“ რედაქტორი სასტუმრო „შერატონის“ დაცვის თანამშრომლებს მენეჯერთან გასაუბრებას სთხოვს და შემდეგ თავად მენეჯერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კითხვებს უსვამს.
„შერატონის” წარმომადგენლებმა სცადეს რუსული რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტის დამალვა, არ მიმართეს 112-ს. ზვიადი განარიდეს სასტუმროს მისაღებს და არა პირიქით, თავდამსხმელებს დაატოვებინეს იქაურობა.
ამის შემდეგ, მოძალადეები თავს ესხმიან სასტუმროში შესულ გიორგი გახარიას („იმედი“ ავრცელებს არასწორ ინფორმაციას).
„სრული ჩანაწერი დაიდოს! ისე, ქოცების მოჭრილი კადრები რა მშვენიერი იყო“ – ნათია მეზვრიშვილი TV „იმედის“ მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი TV „იმედის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, სადაც გიორგი გახარიასა და „ქართული ოცნების“ წევრის, დიმიტრი სამხარაძის დაპირისპირებაა ასახული, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„შერატონის“ წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი მტკიცებილებები წაშალეს პოლიციის მოსვლამდე.
პოლიციის განყოფილება „შერატონიდან“ ნახევარი წუთის სავალზეა, მივიდნენ დიდი დაგვიანებით, მე ბევრად ადრე მივედი უფრო შორი მანძილიდან. როცა პოლიციელები დანაშაულების ადგილზე მივიდნენ, მაშინაც არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ, დაბორიალობდნენ.
დანაშაულის ადგილი ფორმალურად შემოფარგლეს მას შემდეგ, რაც მე და ზვიადი საავადმყოფოდან, ორსაათიანი კვლევის შემდეგ, სასტუმროში უკან დავბრუნდით.
მტკიცებულებების ნაწილის განზრახ განადგურების მიუხედავად, მაინც არსებობს სამხილები, რომ პროკურატურამ თავდამსხმელები დააკავოს!“ – წერს გელა მთივლიშვილი.
ცნობისთვის, გუშინ, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას თავს დაესხნენ. ექიმის თქმით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
"შერატონის" მენეჯერმა დაგვიდასტურა, რომ ორივე თავდასხმის სრული ვიდეოჩანაწერი არსებობს, ინახება, ნანახი აქვს. გამოძიებას ის ჯერ არ ამოუღია. "შერატონის" წარმომადგენლებმა სცადეს რუსული რეჟიმის ჩინოვნიკების მხრიდან ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტის დამალვა, არ მიმართეს 112-ს. ზვიადი განარიდეს სასტუმროს მისაღებს და არა პირიქით. თავდამსხმელები დარჩნენ სასტუმროში ქალებთან ერთად. ამის შემდეგ, მოძალადეები თავს ესხმიან "შერატონში" შესულ გიორგი გახარიას ("იმედი" ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, თითქოს გახარიამ დაიწყო პროვოკაცია). "შერატონის" წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები წაშალეს პოლიციის მოსვლამდე. პოლიციის განყოფილება "შერატონიდან" ნახევარი წუთის სავალზეა, მივიდნენ დიდი დაგვიანებით. მე ბევრად ადრე მივაღწიე უფრო შორი მანძილიდან. როცა პოლიციელები დანაშაულების ადგილზე მოვიდნენ, მაშინაც არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ, დაბორიალობდნენ, წავიდნენ, მოვიდნენ, ისევ წავიდნენ, ისევ მოვიდნენ, დასხდნენ, ელოდნენ, წავიდნენ, მოვიდნენ. დანაშაულის ადგილი ფორმალურად შემოფარგლეს მას შემდეგ, რაც მე და ზვიადი საავადმყოფოდან, ორსაათიანი კვლევის შემდეგ, სასტუმროში დავბრუნდით. მტკიცებულებების ნაწილის განზრახ განადგურების მიუხედავად, მაინც არსებობს სამხილები, რომ პროკურატურამ თავდამსხმელები დააკავოს! #თავისუფლებამზიას
Posted by გელა მთივლიშვილი on Wednesday 15 January 2025