LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შერჩევითი სამართალი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ არჩევანს – სასამართლოს გადაწყვეტილება ეხმიანება კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ დევნის ფართოდ გავრცელებულ ზოგად მოდელს: ევროპარლამენტარები ნიკა გვარამიას დაკავებაზე

61
ნიკა გვარამია

ევროპარლამენტარები მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ „შერჩევითი სამართალი და დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაუარესება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის მის ევროპულ არჩევანს გახდეს კანდიდატი ქვეყანა და საბოლოოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“.

მათივე განმარტებით, ეს გადაწყვეტილება სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულებას მოითხოვს.

ევროპარლამენტარების თქმით, სასამართლოს საეჭვო გადაწყვეტილება ეხმიანება კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ დევნის, დაშინებისა და ფიზიკური თავდასხმების ფართოდ გავრცელებულ ზოგად მოდელს.

„მთავარი არხის დირექტორის ნიკოლოზ გვარამიასა და მასთან დაკავშირებული ორი პირის წინააღმდეგ საქართველოს სასამართლოს მიერ, დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, საქართველოში კანონის უზენაესობის გაუარესების გაგრძელებას წარმოადგენს. ეს გადაწყვეტილება სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულებას მოითხოვს.

სამწუხაროდ, სასამართლოს საეჭვო გადაწყვეტილება ეხმიანება კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ დევნის, დაშინებისა და ფიზიკური თავდასხმების ფართოდ გავრცელებულ ზოგად მოდელს. ბევრმა ჩვენგანმა ერთხელ უკვე ისაუბრა ბატონ გვარამიას წინააღმდეგ განხორციელებულ არაეთიკურ თავდასხმაზე, რა დროსაც საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსანმა პარლამენტის ტრიბუნიდან ბ-ნი გვარამიას პირადი მონაცემები გაასაჯაროვა. მაშინ ჩვენს საფუძვლიან შეშფოთებას მმართველი პარტიის წარმომადგენლები კონტრბრალდებებით შეხვდნენ.

საქართველოს სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება არის დიდხანს შეფერხებული სასამართლო რეფორმის შედეგი- ეს ის ვალდებულებაა, რომელიც საქართველოს მთავრობამ 19 აპრილის შეთანხმებით აიღო, მაგრამ არასოდეს შესრულებულა. შერჩევითი სამართალი და დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაუარესება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის მის ევროპულ არჩევანს გახდეს კანდიდატი ქვეყანა და საბოლოოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ეს სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რაც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს“,-აღნიშნულია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

განცხადებას ხელს შემდეგი ევროპარლამენტარები აწერენ: ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, მარკეტა გრეგორევა, რასა იუკნევიჩიენე, მიხაელ გალერი, პეტრას აუსტრევიჩიუსი, რაფაელ გლუკსმანი, სვენ მიკსერი და ვიოლა ფონ კრამონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g