შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილედ პეტრე კანკავა დაინიშნა.
სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა პირველი მოადგილე დღეს, აპარატის თანამშრომლებს წარუდგინა.
პეტრე კანკავა 1977 წლის 1 აგვისტოს, ქალაქ თბილისში დაიბადა. 1999 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. არის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. მას აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება.