LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შერილ ქოული 10 წლით უმცროსი მეგობარი მამაკაცის ოჯახს ესტუმრა (ფოტო)

365

ცნობილი მომღერალი და X Factor-ის ჟიურის უცვლელი წევრი, შერილ ქოული  One Direction-ის ვოკალისტის, ლიამ პაინის ოჯახს ესტუმრა, 23 წლის მუსიკოსის დის ქორწილში  შერილი საპატიო სტუმრის სტატუსით მივიდა. მუდამ ელეგანტურმა ქოულმა ქორწილისთვის Rick Owen-ის ნაცრისფერი კაბა შეარჩია, რომლის ღირებულებაც 1090 ფუნტი სტერლინგია.

ფრაკში  გამოწყობილი ლიამ პაინი შეყვარებულს მანქანასთან დახვდა და საგანგებოდ წარუდგინა ოჯახის წევრებს. ოჯახთან ერთად გადაღებული შერილის ფოტოები ჯერ არ გავრცელებულა. ინტერნეტში მხოლოდ ქოულის ქორწილში მისვლისა და თავად საქორწინო ცერემონიის ფოტოები განთავსდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები