LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შერის მემუარები ნოემბერში გამოიცემა

142
chers-audiobook

შერი მემუარებს გამოსცემს. ინფორმაცია ამის შესახებ, თავად შემსრულებელმა გაავრცელა და დასძინა, რომ ორ ნაწილიან პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ 70 წელზე მეტი ხნის შემდეგ, საკულტო არტისტი საკუთარ რეალურ ამბებს თავად, პირველად მოყვება. ნამუშევარში მუსიკოსის პირადი ცხოვრების, მათ შორის ინტიმური დეტალების, ასევე კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო მოვლენები იქნება მონათხრობი. ამასთან, მკითხველი შემსრულებლის პირადი არქივიდან ექსკლუზიურ ფოტომასალასაც იხილავს.

Cher: The Memoir – ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ,,ბუქსთორებში” 19 ნოემბრიდან გამოჩნდება.

ცნობილია, რომ მოგონებების პირველ ტომში დეტალურად იქნება აღწერილი შერის ბავშვობა და ადრეული წარმატებები სონი ბონოსთან შეხვედრამდე, რომელზეც ის 1964-დან 1975 წლამდე იყო დაქორწინებული. ავტობიოგრაფიის მეორე ტომის გამოცემა, მომავალ წელს იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები