74 წლის ლეგენდარული მუსიკოსის, შერის სახლი მაიამის სანაპიროზე 17 მილიონ დოლარად გაიყიდა. უძრავი ქონება არტისტმა 1993 წელს 1,5 მილიონად შეიძინა, 1996 წელს კი 4,35 მილიონზე მეტად გაყიდა. უზარმაზარი ვილა მფლობელმა ბაზარზე გასაყიდად მიმდინარე წლის აგვისტოში გამოიტანა.
2 751 კვ.მ. ფართობის ტერიტორიაზე მდებარე სახლი ესპანური არქიტექტურული სტილით არის აშენებული, ეზოში კი პალმები დგას. სახლს 6 საძინებელი ოთახი და 6 სააბაზანო აქვს. აღსანიშნავია, რომ პირადი ბარის, სპორტ-დარბაზის, სპა-ცენტრისა და ღია საცურაო აუზის გარდა, სახლს კერძო სანაპირო და ნავმისადგომი აქვს, რომელიც პირდაპირ ოკეანეზე გადის.