LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შერლოკ ჰოლმსის“ მესამე ნაწილის პრემიერის თარიღი ცნობილია

55

სტუდიამ Warner Bros. „შერლოკ ჰოლმსის“ მესამე ნაწილის პრემიერის ოფიციალური თარიღი დაასახელა. რობერტ დაუნი-უმცორსისა და ჯუდ ლოუს მონაწილეობით ფილმი დიდ ეკრანებზე 2020 წლის 25 დეკემბერს გამოვა.

ორივე ვარსკვლავის მონაწილეობა დადასტურებულია, უცნობი მხოლოდ ის არის, ჩაუდგება თუ არა ფილმს სათავეში გაი რიჩი, რომელსაც წინა ორი ნაწილის გადაღება ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ „შერლოკ ჰოლმსის“ პრემიერამდე ერთი კვირით ადრე ჯეიმს კემერონის „ავატარი 2“-ის გამოსვლაც იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები