LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შერლოკი“: ახალი კადრები (ფოტოები)

69

„შერლოკის“ მეოთხე სეზონის პრემიერამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება – 2017 წლის 1 იანვარს ტელეარხ BBC-ზე საყვარელ გმირებს, შერლოკ ჰოლმსსა და ექიმ ვატსონს შეხვდებიან, რომელთა როლსაც ბენედიქტ კამბერბეტჩი და მარტინ ფრიმენი ასრულებენ. შოუს შემქმნელებმა ახალი სერიებიდან რამდენიმე ახალი კადრი გამოაქვეყნეს.

სერიალის სცენარისტის, სტივენ მოფეტის თქმით, პროექტის თაყვანისმცემლებს წინ საიდუმლოებებით მოცული სეზონი ელოდებათ.

პირველ სერიას „ექვსი ტეტჩერი“ ერქმევა და მისი რეჟისორი რეიჩელ ტალალეი გახდება, რომლისთვისაც ეს სადებიუტო ნამუშევარი გახდება. მეორე სერიის ავტორი ნიკ ჰარრანი, ხოლო საფინალო სერიის რეჟისორი ბენჟამინ კარონია.