სასიამოვნო სიახლე „შერლოკის“ თაყვანისმცემლებისთვის. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ სერიალი 2016 წლის დეკემბერში გამოვა.
ინფორმაცია ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელმა, მარტინ ფრიმანმა გაავრცელა.
სერიალის მესამე სეზონი 2 წლის წინ გამოვიდა. მიმდინარე წლის იანვარში კი „შერლოკის“ შემქმნელებმა სპეციალური საშობაო სერია გამოუშვეს. ბენედიქტ კამბერბეტჩის თქმით კი, მეოთხე სეზონი იმდენად კარგი გამოვა, რომ მისთვის ლოდინი ნამდვილად ღირდა.