„შერლოკის“ მეოთხე სეზონის გადაღებები ცოტა ხნის წინ დაიწყო. პრემიერამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი, შესაბამისად სერიალის თაყვანისმცემლებს საკმარისი დრო აქვთ, სიუჟეტის განვითარების შესახებ გარკვეული ფანტაზიები მოიშველიონ. ამ ყველაფერში კი მათ სცენარისტი, მარკ გეტისიც დაეხმარა.
მისი განცხადებით, მეოთხე სეზონში იქნება ბევრი დრამატული მომენტი, მოხდება ტრაგედიაც. თაყვანისმცემლები მიიჩნევენ, რომ გეტისის ეს სიტყვები ექიმ უოტსონის მეუღლის გარდაცვალებას უკავშირდება.
მეოთხე სეზონის პირველი სერიის პრემიერა კი 2017 წლის გაზაფხულზე იგეგმება.