LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შერონ ოსბორნმა კიმ კარდაშიანის მხარდასაჭერად გაიხადა

62

სანამ ქლოე მორეცი და ბეტ მიდლერი კიმ კარდაშიანის „შიშველ სელფის“ აკრიტიკებენ, გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც მსგავს პიარს ამართლებს და მის ავტორს აქებს. მისის უესტის მხარდაჭერა შერონ ოსბორნმა გადაწყვიტა და კარდაშიანის მსგავსი ფოტო გადაიღო.

„არასოდეს მესმოდა ისეთი ადამიანების, როგორიც კიმია. ყოველთვის მაკომპლექსებდა ჩემი სხეული, მეუღლესთანაც კი და სულ ვამბობდი, რომ ჩემი შიშველი ტანით ფულს არ გავაკეთებდი. მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ყოველთვის ვაკრიტიკებდი იმას, რაც არასოდეს გამიკეთებია. რა თქმა უნდა, 63 წელი მსგავსი ექსპერიმენტების დრო არ არის, მაგრამ ბევრი ვიფიქრე და საკუთარი თავი დავარწმუნე ამაში. გაცილებით თავისუფალი ვარ და თავიც უფრო ძლიერად ვიგრძენი“ – განაცხადა ოზი ოსბორნის მეუღლემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები