LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შერონ სთოუნი „წლის დედა“ გახდა

58

მიმდინარე უქმეებზე ამერიკაში დედის დღეს აღნიშნავენ. მსახიობ შერონ სთოუნისთვის ეს დღესასწაული ცოტა ადრე დადგა – ფონდმა Associates For Breast and Prostate Cancer Studies მას „წლის დედის“ ჯილდო გადასცა.

პრემია შერონს მისმა ვაჟიშვილებმა: 16 წლის როანმა, 12 წლის ლერდმა და 10 წლის ქუინმა გადასცეს. თითოეულმა მათგანმა დედის მისამართით ემოციური სიტყვა წარმოთქვა. სამივე მათგანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მათი დედა ძალიან მოსიყვარულე და მზრუნველია და აღნიშნულ ჯილდოს ნამდვილად იმსახურებდა.

სამადლობელ სიტყვაში კი სთოუნმა ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.

 

http://people.com/movies/sharon-stone-mother-of-the-year-award/

https://twitter.com/sharonstone/status/862130837789134848

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g