LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლებელია, მაისის დასაწყისიდან, მაისის შუა რიცხვებამდე პიკური მაჩვენებლები იყოს: თამარ გაბუნია

126
თამარ გაბუნია

“მობილიზებულია კოვიდსასტუმროები და რა თქმა უნდა, პირველადი ჯანდაცვის ქსელი. შემთხვევების ასეთი მატების პირობებში, შესაძლებელია, მაისის დასაწყისიდან, მაისის შუა რიცხვებამდე, მეტად პიკური მაჩვენებლები იყოს, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებული იქნება პრევენციულ ღონისძიებებზე და იმაზე, თუ რამდენად დაიცავს მოსახლეობა ინდივიდუალურ დონეზე წესებს,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე საწოლების, კოვიდსასტუმროებისა და პირველადი ჯანდაცვის ქსელის მობილიზაცია ხდება.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები უარესდება. ამ სიტუაციაში სამედიცინო დაწესებულებების მობილიზაცია კიდევ უფრო აქტიური გახდა. კვირის განმავლობაში დაახლოებით 1000-მდე საწოლი ეტაპობრივად ემატება იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ მობილიზაციის იმ ნიშნულს, რაც თებერვლის დასაწყისში გვქონდა – 5300 -მდე საწოლი იყო იმ პერიოდში მობილიზებული,” – განაცხადა გაბუნიამ.

როგორც მან აღნიშნა, მობილიზებულია ასევე კოვიდსასტუმროები და რა თქმა უნდა, პირველადი ჯანდაცვის ქსელი. გაბუნიას თქმით, შემთხვევების ასეთი მატების პირობებში, შესაძლებელია, მაისის დასაწყისიდან, მაისის შუა რიცხვებამდე მეტად პიკური მაჩვენებლები იყოს.

“ყველაფერი დამოკიდებული იქნება პრევენციულ ღონისძიებებზე და იმაზე, თუ რამდენად დაიცავს მოსახლეობა ინდივიდუალურ დონეზე წესებს. ახლა მაქსიმალური აქცენტი კეთდება იმ შეზღუდვების აღსრულებაზე, რაც უკვე დაწესებულია.

თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო და საკოორდინაციო საბჭო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებების რევიზიას პერიოდულად აკეთებს. ვნახოთ, მომდევნო კვირაში ვიმსჯელებთ, თუ არის დამატებითი ზომების მიღების აუცილებლობა ,“ – განაცხადა გაბუნიამ.

magti 5g