“ქართული ოცნების” დეპუტატი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ შესაძლებელია მუშაობა დანიელსონის დოკუმენტის ირგვლივ გაგრძელდეს.
მისივე თქმით, თუკი ოპოზიცია თანახმა იქნება მზად არიან, აღნიშნული დოკუმენტის მოდიფიცირებულ ვერსიაზე შეთანხმდნენ.
„მზად ვართ მუშაობა გავაგრძელოთ იმ პუნქტებთან დაკავშირებით, რომელიც დანიელსონის დოკუმენტში წერია. იმისთვისაც მზად ვართ, დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ, თუმცა მას შეთანხმებად მხოლოდ ჩვენი ხელმოწერა ვერ გადააქცევს. ამიტომ თუკი ოპოზიციას დანიელსონის დოკუმენტთან დაკავშირებით აქვს შენიშვნები და მზად არიან ხელი მოაწერონ, ჩვენ ჩვენი მხრივ, მზად ვართ კონსულტაციებისთვის”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძე.
