LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლებელია თუ არა უცხო ენის შესწავლა სმარტფონების მეშვეობით

386

უცხო ენის შესწავლა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. გარდა ძვირადღირებული სესიებისა, რომელიც სოლიდური ოდენობის თანხა ჯდება, საჭიროა უამრავი ენერგია და მოტივაცია. სწავლის პროცესი კი უმეტესწილად მოძველებულია.

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, უცხო ენების შესწავლაც პორტატული გახდა. ჯერ კიდევ 10 წლის წინ, მხოლოდ პერსონალური კომპიუტერებისთვის არსებობდა ადაპტირებული PDF სახელმძღვანელოები, რომელიც ცნობილმა Rosetta Stone-ის პროგრამამ ჩაანაცვლა. მიუხედავად ყველა იმ დადებითი თვისებისა, რაც ამ პროგრამას გააჩნდა (ინტუიციური სავარჯიშოები, ხმოვანი, მოსასმენი ჩანაწერები და ა.შ.), Rosetta Stone იყო საკმაოდ მძიმე, ფასიანი პროდუქტი, რომლის დაინსტალირებაც კომპიუტერის Hard Drive-ზე ხდებოდა, რაც თავის მხრივ შეიცავდა პროგრესის წაშლისა თუ დავირუსების რისკებს.

დღესდღეობით არსებობს რამდენიმე სრულიად უფასო აპლიკაცია, რომლის დაინსტალირებაც Android და iOS სისტემაზე მომუშავე გაჯეტებისთვისაა ხელმისაწვდომი. ამ აპლიკაციების დადებითი მხარეებია: მულტიფუნქციურობა (ინტუიციური, ორთოგრაფიული, კითხვითი სავარჯიშოები), შემხსენებლობა (აპლიკაციებიდან ყოველ დღე მეცადინეობის დაწყების მოთხოვნის გამოგზავნა) და Cloud სინქრონიზაცია (ღრუბელი – ანუ ვირტუალური მეხსიერება, რომელიც ეხმარება მომხმარებელს პროგრესის შენახვაში).

  1. Duolingo – ესაა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი აპლიკაცია, რომელიც ამ ეტაპზე 29 ენის შემსწავლელ კურსს მოიცავს. ეს ენებია: ესპანური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ინგლისური, პორტუგალიური, ჰოლანდიური, ირლანდიური, დანიური, შვედური, რუსული, სუაჰილი, თურქული, ნორვეგიული, პოლონური, ებრაული, ესპერანტო, ვიეტნამური, უკრაინული, უელსური, ბერძნული, უნგრული, რუმინული, ჩეხური, ინდური, იაპონური, კორეული, კლინგონური, ინდონეზიური. ყველა ენის საწყისი ბაზაა ინგლისური. შესაბამისად, ინგლისური ენის სამოყვარულო დონეზე ცოდნა მაინც აუცილებელია, რათა სწავლის პროცესში, მომხმარებელმა თუნდაც ინტუიციურად შეძლოს სავარჯიშოების გაკეთება. გადმოწერა შესაძლებელია აქ: (Android ან iPhone);
  2. Memrise – აპლიკაციაში გარდა დონეების მიხედვით გადანაწილებული ევროპული ენებისა (პირველი დონე დამწყებთათვის, მეორე დონე საშუალო დონის მცოდნეთათვის და ა.შ.), ხელმისაწვდომია აზიური ენებიც. როგორებიცაა: არაბული, ჩინური, გამარტივებული ჩინური და სხვა. იგი სრულიად უფასო ლიცენზიით ვრცელდება და კურსის გავლისთვის საჭიროა ძირითადი ენის ცოდნა, რომელიც ამ შემთხვევაშიც ინგლისურია. გადმოწერა შესაძლებელია აქ: (Android ან iPhone);
  3. Babbel – ეს აპლიკაცია ყველაზე მარტივ მეთოდს სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს. მისი მეშვეობით კონკრეტულის შესწავლა არა წინასწარ დაწერილი წესების ან სავარჯიშოების მიხედვით, არამედ დიალოგებითაა შესაძლებელი. აღნიშნული დიალოგები ლინგვისტიკის ექსპერტების მიერაა შემუშავებული და სწავლის პროცესი მოქნილი და მარტივია. აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია 14 უცხო ენის შესწავლა. მათ შორისაა: ესპანური, ფრანგული, იტალიური, გერმანული და სხვა. აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე: (Android ან iPhone);
  4. Rosetta Stone – ცნობილი კომპიუტერული ვერსიის ანალოგია სმარტფონებზე. სამწუხაროდ იგი იმავე პოპულარობით ვერ სარგებლობს Android-ისა და iOS-ის პლათფორმაზე, რადგან გარკვეული საფეხურები ამ შემთხვევაშიც ფასიანია, თუმცა მისი გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში დაეხმარება ადამიანს კონკრეტული ენის ათვისებაში. მისი გადმოწერა შესაძლებელია მითითებულ ბმულებზე: (Android ან iPhone)

გარდა ამ ოთხი ძირითადი აპლიკაციისა, სმარტფონებისთვის არსებობს უამრავი ადაპტირებული პროგრამა, რომელიც ენების შესწავლას უფრო მოქნილსა და სწრაფ პროცედურად გადააქცევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები