LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლო ძალადობა მოსწავლეზე – შსს-მ გამოძიება დაიწყო

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეზე უფროსკლასელების მხრიდან სავარაუდო ძალადობის შემთხვევას იძიებს.

სკოლის მოსწავლეს მასზე უფროსი ბიჭები, სავარაუდოდ, ფულს სძალავდნენ. ამის შესახებ სკოლის დირექციას მშობლებმა აცნობეს, ადმინისტრაციამ და მანდატურებმა კი შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები