მოდელი ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში პოსტებს აქვეყნებს.
ნეკა წერს, რომ მას ხიბლავს თავისუფალი ადამიანები, რომლებიც სხვების გავლენის ქვეშ არ იმყოფებიან.
„მე არ ვარ ქალი, რომელიც საკუთარი სურვილების გამო ბოდიშს იხდის, თუ მინდა ვწერ. თუ მენატრება, ვურეკავ. თუ მიყვარს, ვამბობ. ჩემთვის ეს სისუსტე კი არა ემოციური ინტელექტი, სიმწიფე და გამბედაობაა…
შესაძლოა, ასაკთან ერთად გემოვნება შემეცვალა: აღარ მხიბლავენ მამაკაცები, რომლებიც კონტრაქტების, სისტემების, ნივთიერებების ან სხვისი გავლენის ქვეშ ცხოვრობენ.
მე ყოველთვის თავისუფალი სულები მიყვარდა და საკუთარ თავშიც სწორედ ეს შევიყვარე.
და არასოდეს ვყოფილვარ შეყვარებული ტიტულებზე, მე მიყვარდება თავისუფალი გონება, არტისტული ქაოსი, ადამიანები, რომლებიც სხვისი სცენარით არ ცხოვრობენ და არტ სიგიჟე, ბევრი ადრენალინი და თავისუფლება პასუხისმგებლობების გარეშე,“ – აღნიშნავს ნეკა.
