ევროპა გაზის იმპორტზე ნიგერიას ესაუბრება. Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირი განიხილავს ნიგერიიდან გაზის მიწოდების გაორმაგების შესაძლებლობას, რუსეთიდან იმპორტის პოტენციური შემცირების ფონზე.
Reuters-ის ცნობითვე, ამის შესახებ ევროკომისიის ენერგეტიკის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილემ მეთიუ ბოლდუინმა, ნიგერიაში გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის აფრიკის ნავთობის უმსხვილესი მწარმოებლის ოფიციალურ პირებს შეხვდა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად, ევროკავშირს თავისი მთლიანი თხევადი ბუნებრივი აირის 14% ნიგერიიდან შემოაქვს.