LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა, კრიპტოვალუტაში ჩადებული ფული სრულად დაკარგოთ

275
56

„კრიპტოვალუტაში არსებული ფულის სრულად დაკარგვისთვის მზად იყავით“ – ევროკავშირის ფასიანი ქაღალდების, საბანკო და სადაზღვევო მეთვალყურეები მომხმარებლებს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ და აფრთხილებენ, რომ მათ შესაძლოა, კრიპტოაქტივებში ჩადებული მთელი ფული დაკარგონ და თაღლითობის მსხვერპლი გახდნენ. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

მარეგულირებლები წუხილს გამოთქვამენ იმაზე, რომ უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი, რისკების სრულად გაცნობიერების გარეშე, ყიდულობს 17 000 სხვადასხვა კრიპტოაქტივს, მათ შორის ბიტკოინს და ეთერიუმს, რომლებიც ბაზრის 60%-ს შეადგენს.

“მომხმარებლები ფრთხილად უნდა იყვნენ შეცდომაში შემყვანი რეკლამების, მათ შორის სოციალური მედიისა და ინფლუენსერების მიმართ. მომხმარებლებმა განსაკუთრებით უნდა იფრთხილონ სწრაფი ან მაღალი შემოსავლების დაპირების შემთხვევაში”,- ნათქვამია ევროკავშირის ფასიანი ქაღალდების, საბანკო და სადაზღვევო მეთვალყურეების ერთობლივ განცხადებაში.

როიტერსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები