LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შესაძლოა, პუტინის შემდეგ რუსეთი დარჩეს განადგურებული, მაგრამ არა უკრაინა“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

130
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი ყველაფერს აკეთებს, რომ ხერსონის რეგიონის დატბორილი ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდეს. ზელენსკი აცხადებს, რომ კატასტროფასთან გასამკლავებლად პარტნიორების დახმარებაა საჭირო.

უკრაინის გენშტაბი: რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქის დატბორილი ტერიტორიებიდან ევაკუირებულ უკრაინელებს „ცოცხალ ფარად“ იყენებენ

„ყველგან, სადაც შეგვიძლია დატბორილი ზონიდან მოსახლეობის გამოყვანა, ამას ვაკეთებთ. რუსი ტერორისტები ამ დრომდე აგრძელებენ ხერსონის მიმართულებით სროლას, ცეცხლი გაუხსნეს საევაკუაციო პუნქტებსაც. უკვე რამდენიმე დღეა ადგილზე სრული კატასტროფა ხდება. მსოფლიოში ყველამ ნახა, რომ რუსეთს არაადამიანები ხელმძღვანელობენ.

პარტნიორებთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მსოფლიომ დაამტკიცოს, რომ შეგვიძლია ასეთ კატასტროფებს გავუმკლავდეთ, გავუმკლავდეთ ასეთ ტერორისტებს. გვაქვს რესურსი, გვაქვს ფული – გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ადამიანები უზრუნველყოთ სასმელი წყლით, მიუხედავად კატასტროფისა. შეიძლება დისკომფორტი იყოს, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ. უნდა იყოს გასაგები ისიც, რომ ალტერნატივა არ არსებობს, გარდა მაქსიმალური აღდგენისა და ჰესის თავიდან აშენებისა. შესაძლოა, რუსეთი დარჩეს პუტინის შემდეგ განადგურებული, მაგრამ არა უკრაინა“, – თქვა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g