უკვე ძალიან დიდი ხანია საზოგადოება ბრედ პიტის პირად ცხოვრებას ადევნებს თვალს და ერთი სული აქვს გაიგოს, თუ ვინ იქნება ანჯელინა ჯოლის შემდეგ მისი მომდევნო გულისწორი.
და აი, აპრილში გამართული „ოსკარების“ დაჯილდოების დროს, 56 წლის ბრედი კულისებში, 36 წლის მომღერალთან და მსახიობთან, ამომავალ ვარსკვლავთან, ანდრა დეისთან ფლირტის დროს დააფიქსირეს. ინსაიდერების განცხადებით, ისინი დიდ ხანს საუბრობდნენ, შემდეგ კი ტელეფონის ნომრებიც გაცვალეს.
გამოცემა The Mirror-ის ცნობით, ბრედის მეგობრებმა არაერთხელ აღნიშნეს ის ფაქტი, რომ პიტი და დეი შესანიშნავი წყვილი იქნება.
„შესანიშნავი წყვილია“, „ანჯელინას არაფრით ჩამოუვარდება“, – წერენ კომენტარებში.
შვილებზე მეურვეობა მოპოვებულია – ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლისთან სასამართლო პროცესი მოიგო
ცნობისთვის, ანდრა დეის კარიერა 2015 წელს დაიწყო, მან საკმაოდ წარმატებული R&B ალბომი გამოუშვა და ასევე შეასრულა ბილი ჰოლიდეის როლი, რომლისთვისაც ის „ოქროს გლობუსის“ ჯილდოს მფლობელი გახდა და „ოსკარზეც“იყო ნომინირებული.