LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეშინებულმა შევუნგრიე კარები და სიტუაცია მხვდება ასეთი..რატი იხრება და ცდილობს ფეხზე გამხადოს“ – მაკა ზამბახიძის მეუღლე სახალისო ისტორიას გვიზიარებს

6639
BeFunky-collage (1)

მაკა ზამბახიძის მეუღლე სოციალურ ქსელში სახალისო ფაქტის შესახებ წერს.

როგორც მიხეილ ჩოხელი აღნიშნავს, კონცერტის დროს, რატი დურგლიშვილს ის ფეხსაცმელი, რაც უნდა ჩაეცვა სახლში დარჩა, ამიტომ მომღერალმა კეტები მაკას ქმარს გახადა.

„კონცერტის მეორე ნაწილში გამოსაცვლელად რომ გამოვიდნენ დრო ჰქონდათ ზუსტად 4 წუთი, რატი აგვიანებს ოთახიდან გამოსვლას… შეშინებულმა შევუნგრიე კარები სიტუაცია მხვდება ასეთი. რატი იხრება და ფეხზე ცდილობს გამხადოს. აღმოჩნდა, რომ კონცერტისთვის გამზადებული ფეხსაცმელი სახლში დარჩა და მე დამტოვა ფეხშიშველი.

P.S გაწმენდის დროც არ გვქონდა ზუსტად ამ მდგომარეობაში იყო ხოდა ახლა მუზეუმში უნდა დავაბრძანო რატის გადამრჩენელი კეტები,“ – წერს მიხეილ ჩოხელი.

„რა ბედად შემოხვედი, აი გამართლება ამას ჰქვია. შენი სახე არ მავიწყდება,“ – აღნიშნავს მომხდართან დაკავშირებით რატი დურგლიშვილი.

მაკა ზამბახიძე: „ღმერთო, რა ბედნიერი ვარ!.. ვინც ამ კონცერტს ვერ დაესწარით, მალე შემდეგს გპირდებით!..“

ვიდეო: დუეტმა „ჯორჯია“ 15 წლის იუბილე გრანდიოზული კონცერტით აღნიშნა – ჰიტების ცვენა, არაჩვეულებრივი სცენა და სიურპრიზები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g