მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, თუ რამდენჯერ დაუძვრენია თავი რთული სიტუაციიდან.
„უამრავი ტრავმა მაქვს მიღებული, თავისი ამოვარდნილობით, ნაღრძობით, ღრმა ჭრილობებით, გადმოვარდნებით, დენის დარტყმით, ტრაქტორსაც კი გადაუვლია ჩემთვის, მაგრამ არასდროს არაფერი მომიტეხავს.
ტრაქტორმა როგორ გადაგიარა?
შეშით დატვირთულმა ტრაქტორმა გადამიარა და დაჟეჟილობა მივიღე, მეტი არაფერი. ჩემი ბრალი იყო. მოძრავ ტრაქტორზე ასვლა მოვინდომე. ზოგადად, სათვალავი არ მაქვს, რამდენჯერ ვარ სიკვდილს გადარჩენილი, უამრავჯერ, თუმცა მძიმე ტრავმები არ მიმიღია. ერთხელ გაქროლებული მანქანის მისაბმელს შევახტი, მერე ჩამოვხტი და მხრებით ვიხოხიალე…“
