ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი ვახო სანაია გავრცელებულ ინფორმაციას ოპოზიციის მხრიდან მისი მერობის დაყენების შესახებ, სიცრუეს უწოდებს.
სანაია ამბობს, რომ ჟურნალისტია და იცავს კოლეგების უფლებას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტელეკომპანია „პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის საქმეს, რომელიც მისივე განმარტებით, შეკერილია ხელისუფლებისა და საგამოძიებო ინსტიტუტების მიერ.
ვახო სანაია აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიების მხრიდან მერობის კანდიდატობასთან დაკავშირებით წინადადება არ მიუღია.
„აბსოლუტურად გამორიცხეთ ასეთი რამ. მე ჟურნალისტი ვარ და მე უნდა გავაგრძელო ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა.
პოლიტიკაში მონაწილეობის არანაირი სუჯრვილი არ მაქვს“, – ამბობს ვახო სანაია ჟურნალისტებთან საუბარში.