LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შესურულებელი მისია 5“-ის წარმატებული სტარტი ჩინურ კინოგაქირავებაში

48

„შეუსრულებელი მისია 5“-მა წარმატებული სტარტი აჩვენა ჩინურ კინოგაქირავებაში. როგორც ცნობილია, პრემეირის დღეს ფილმმა 18,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ეს საუკეთესო სტარტის იყო იმ ფილმებს შორის, რომლებიც ორ-გაზომილებიან ფორმატში არის გადაღებული, ხოლო რიგით მეხუთეა მოგების მხრივ, ზოგადად ბოლო დროს წარმოდგენილ ფილმებს შორის. საუკეთესო ჩინური სტარტი ჰქონდათ: „ფორსაჟი 7“-ს, „ტრანსფორმერები 4“-ს, „შურისმაძიებლები 2“-ს და „ტერმინატორ 5“-ს.

აღსანიშნავია, რომ „შეუსრულებელი მისიის“ მეხუთე ნაწილის მოგება უკვე 116 პროცენტით მეტია, ვიდრე მისი მეოთხე ნაწილის.

მთავარ როლებს ფილმში ტომ კრუზი, საიმონ პეგი, რებეკა ფერგიუსონი, ჯერემი რენერი, ალეკ ბოლდუინი და სხვა მსახიობები ასრულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები