LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეთანხმება მიღწეულია – ერთიანი პოზიცია ხვალ დაგეგმილ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გაცხადდება – მერაბ ქვარაია

252
1574579520-176619

„შეხვედრა შედგა პარტიის თავმჯდომარის ინიციატივით, პრინციპში გადაწყვეტილება მიღებულია, ხვალ უმრავლესობის სხდომის შემდეგ იქნება გაცხადდება ერთიანი პოზიცია,- ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისთან, ბიძინა ივანიშვილისა და მაჟორიტარების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

2020 წლის არჩევნები ისევ ძველი სისტემით ჩატარდება - "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება (ვიდეო)

"მოვუწოდებ ოპოზიციას მოემზადონ მომავალი არჩევნებისთვის" - პარლამენტის თავმჯდომარე.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ყველა იმ საკითხზე იმსჯელეს, რომელიც შექმნილ მდგომარეობასთან არის კავშირში.

„შეხვედრა შედგა პარტიის თავმჯდომარის ინიციატივით, პრინციპში გადაწყვეტილება მიღებულია. შეხვედრას ესწრებოდნენ მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პორპორციულ სისტემაზე გადასვლას.

არასაკმარისი 101 ხმა – კანონპროექტი ჩავარდა: პროპორციული სისტემა არ იქნება

შეთანხმება მიღწეულია, ხვალ იქნება უმრავლესობის სხდომა, რა დროსაც კიდევ ერთხელ გვექნება მსჯელობა ამ საკითხებზე, ამის შემდეგ იქნება უკვე ცნობილი და გაჟღერებული ერთიანი პოზიცია.

მსჯელობა იყო ძალიან საინტერესო, დეტალური, შევეხეთ ყველა საკითხს, რომელიც შექმნილ მდგომარეობასთან არის კავშირში, შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ არის ასეთი შეთანხმება, ხვალ უმრავლესობის სხდომის

ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას: “იმედგაცრუებული“ ბიძინა ივანიშვილი და გულწრფელი წუხილი

"ხელისუფლების წყარო ხალხია და მისი ნება დაუბრკოლებლად უნდა აისახოს არჩევნების შედეგებში" - ბიძინა ივანიშვილი.

შემდეგ გაჟღერდება ეს ინიციატივა,“- განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

„ქართული ოცნების“ ოფისში ბიძინა ივანიშვილი იმ მაჟორიტარებს შეხვდა, რომლებმაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g