“შედეგი სახეზეა, შეთანხმება შედგა და შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი საქართველოში დასრულებულია”, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ღარიბაშვილმა მთავრობის სახელით, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა.
“თქვენ ამისთვის გულწრფელ მადლობას იმსახურებთ. მე მინდა ჩვენი მთავრობის სახელით, ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით მადლობა გადაგიხადოთ იმ დიდი ძალისხმევისთვის, რომელიც თქვენ გასწიეთ ამ კონკრეტული შედეგის მისაღწევად. თქვენ დაამტკიცეთ, რომ ხართ ნამდვილი ლიდერი, შეგიძლიათ ევროკავშირის ეგიდით წარმატებული მედიაციის და მოლაპარაკების წარმოება, კონკრეტული შედეგის დასრულებით. ჩვენ ერთად შევქმენით წარმატებული მაგალითი, პრეცედენტი, ევროკავშირის, ასევე აშშ-ს ჩართულობით, საქართველოსთან ერთად, პოლიტიკური კრიზისზე, რომელიც ხელოვნურად იყო შექმნილი და ამოწურულია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.