ამ შეტევებს ახორციელებენ პარლამენტის წევრი ქალები, ოპოზიციონერები, მათ შორის ადამიანის უფლებების დამცველები, ქალების უფლებების დამცველები და იმასაც არ ერიდებიან, რომ ყველაზე უღირსი ფორმებით შეურაცხყონ სალომე ქურასბედიანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრ სალომე ქურასბედიანზე შეტევის შესახებ განაცხადა.
“მთელი ამ დროის განმავლობაში ნათლად გამოჩნდა, მათი ღირებულებითი ღერძი სად გადის. მიდის შეტევები მისი გარეგნობის, ასაკის, სხვადასხვა მახასიათებლის გამო და ამ შეტევებს ახორციელებენ პარლამენტის წევრი ქალები, ოპოზიციონერები, მათ შორის ადამიანის უფლებების დამცველები, ქალების უფლებების დამცველები და იმასაც არ ერიდებიან, რომ ყველაზე უღირსი ფორმებით შეურაცხყონ სალომე ქურასბედიანი, რომელიც ნამდვილად პროფესიონალია თავისი მიმართულებით. ვერანაირი შინაარსიანი და სამართლებრივი შენიშვნები ვერ დააფიქსირეს, ამიტომ გადავიდნენ პერსონალურ შეტევებზე”, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.